ახალგაზრდა ახალზელანდიელმა მორბენალმა, სემ რუთემ, ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტული მოიპოვა, რომელმაც ერთი მილი ოთხ წუთზე ნაკლებ დროში გაირბინა. 15 წლის რუთემ, ოკლენდის "მაუნთ სმარტ სტადიონზე", წვიმიან ამინდში, 3 წუთსა და 58.35 წამში დაფარა დისტანცია. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად, აღნიშნული ბარიერი კიდევ ორმა მორბენალმა, სემ ტანერმა და ბენ ვოლმაც გადალახა.
რუთემ 2025 წელს უკვე რამდენიმე რეკორდი მოხსნა. თებერვალში, ის გახდა ახალი ზელანდიის ყველაზე ახალგაზრდა ეროვნული ჩემპიონი 3000 მეტრზე სირბილში, რაც ასევე მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის მსოფლიო რეკორდი იყო. მარტში კი, ოლიმპიელ ტანერთან ერთად, 1500 მეტრზე სირბილში პირველი ადგილი გაიყო და ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
რეკორდის დამყარების შემდეგ, რუთემ განაცხადა, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მიღწევა იყო და განსაკუთრებულ სიხარულს გრძნობდა, რადგან ამდენი ადამიანის მხარდაჭერას გრძნობდა.
ოთხი წუთის ფარგლებში ერთი მილის გარბენა, საშუალო დისტანციებზე სირბილში ერთგვარ საზღვრად ითვლება. პირველად ეს ბარიერი ბრიტანელმა სერ როჯერ ბანისტერმა გადალახა 1954 წელს, 25 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იაკობ ინგებრიგტსენმა, ერთი მილი 3:58.07-ში 16 წლის ასაკში გაირბინა, ხოლო ავსტრალიელი კემ მაიერსის საუკეთესო დრო 16 წლის ასაკში 3:55.44-ია.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს