ცნობილი გახდა, რომ სერბმა თავდამსხმელმა, ალექსანდრ მიტროვიჩმა, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდ "ალ-ჰილალში" თამაშობს, გულის რითმის დარღვევის გამო ვარჯიში გამოტოვა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ახლახან მოირჩინა ტრავმა, 7 მარტს "ალ-ფეიჰასთან" გამარჯვების შემდეგ, შეუძლოდ იგრძნო თავი და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. "ალ-ჰილალის" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტროვიჩს დაღლილობა და არითმია აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს. ამჟამად, მას სპეციალისტები აკვირდებიან და მისი მდგომარეობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. მიტროვიჩი "ალ-ჰილალს" 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, მანამდე კი "ფულჰემის" ღირსებას იცავდა. "ფულჰემში" გატარებული პერიოდის განმავლობაში, მან 205 მატჩში 111 გოლის გატანა მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მიტროვიჩი "ალ-ჰილალის" დახმარებას აზიის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩში, უზბეკეთის "პახტაკორის" წინააღმდეგ. მიმდინარე სეზონში, მან საუდის არაბეთის პრო ლიგაში 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს