კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Amazon-ი მფრინავ უსაფრთხოების კამერას გვთავაზობს

ტექნოლოგია ციფრული
Amazon-ი მფრინავ უსაფრთხოების კამერას გვთავაზობს

ბოლო წლებში სახლის კამერები, რომლებიც მფლობელის არყოფნისას ვიდეოჩაწერას აწარმოებენ, საკმაოდ პოპულარული გახდა. რა ხდება მაშინ, როდესაც დიდი საცხოვრებელი ფართი გვაქვს? გამოსავალი რამდენიმე კამერის დამონტაჟებაა, თუმცა კომპანია Ring-მა, რომელიც Amazon-ის შვილობილია, უფრო საინტერესო გადაწყვეტილება შემოგვთავაზა. მფრინავი კამერა, რომელიც Amazon-ის შვილობილმა კომპანიამ შექმნა, სახლში სრულიად ავტონომიურ რეჟიმში პატრულირებს. Ring Always Home Cam კამერით აღჭურვილი დრონია. მას კომპაქტური დოკ-სადგური აქვს, საიდანაც იმუხტება. პირველი გაშვებისას მოწყობილობა სახლის სრულ სკანირებას ახორციელებს და მის რუკას ქმნის. ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ტერიტორიის პატრულირების მარშრუტის განსაზღვრა. დრონს შეუძლია გაფრინდეს როგორც დათქმულ დროს, ისე სიგნალიზაციის ამოქმედებისთანავე. მარშრუტის დასრულების შემდეგ დრონი დასამუხტად დოკ-სადგურს უბრუნდება. ვიდეო გადაღება მხოლოდ ფრენის რეჟიმში მიმდინარეობს. უპილოტო აპარატს შეჯახებისგან დაცვის სისტემა და დახურული პროპელერები აქვს. ამის წყალობით, ის დავარდნისას არ ზიანდება და პროპელერებით შინაურ ცხოველებს ტრავმას არ მიაყენებს. Always Home Cam-ს შეუძლია მძარცველის ან ნებისმიერი სხვა საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში ავტომატურად დაიწყოს ვიდეო ტრანსლაცია მომხმარებლის სმარტფონზე. სიახლე გაყიდვაში 2021 წელს გამოვა და მისი ფასი 250 დოლარი იქნება.

კომენტარები