იმ რეგიონებისთვის, სადაც ინტერნეტი ჯერ კიდევ მიუწვდომელია, Amazon-ი სიახლეს გვთავაზობს. კომპანიის განცხადებით, ის 3236 ინტერნეტ-თანამგზავრს კოსმოსში გაიყვანს. ამ ეტაპზე უცნობია, თავად შექმნის თუ არა ამაზონი ამ თანამგზავრებს, შეიძენს თუ არა მათ სხვაგან, ან დაავალებს თუ არა სხვა კომპანიას მათ წარმოებას. ასევე, გაურკვეველია, კონკრეტულად როდის განხორციელდება ამ თანამგზავრების გაშვება. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-თანამგზავრების შექმნაზე სხვა არაერთი კომპანია მუშაობს და ამაზონი არ არის პირველი, ვინც მსგავს გეგმებს ახორციელებს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს