ავსტრალიის პარლამენტში გამართულ დებატებზე ერთ-ერთმა სენატორმა მოულოდნელი აქცია მოაწყო. მან სიტყვით გამოსვლისას პლასტიკურ პარკში მოთავსებული მკვდარი ორაგული წარმოადგინა. ამ ჟესტით სენატორი იმ კანონპროექტს აპროტესტებდა, რომელიც, მთავრობის განცხადებით, მიზნად ისახავს ორაგულის ფერმებში დასაქმებულთა უფლებების დაცვას. თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ეს კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზოგადოების შესაძლებლობას, გააკონტროლოს და გაასაჩივროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები.
რიგი პოლიტიკოსები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას ტასმანიაში ორაგულის ფერმების საქმიანობასთან დაკავშირებით და მათ წყლის რესურსების დაბინძურებაში ადანაშაულებენ. ტასმანია მაკუარის ყურეში მობინადრე გადაშენების პირას მყოფი თევზის, Maugean skate-ის, სამშობლოა და გარემოსდამცველები შიშობენ, რომ დაბინძურებამ შესაძლოა ამ სახეობაზე დამღუპველი გავლენა იქონიოს.
სენატორმა სარა ჰანსონ-იანგმა მმართველი ლეიბორისტული პარტია გარემოსდაცვით პრინციპებზე უარის თქმაში დაადანაშაულა, რა დროსაც მან მკვდარი თევზი ააფრიალა. სენატის თავმჯდომარემ, სუ ლაინსმა, სენატორს მოუწოდა, "ეს რეკვიზიტი" დარბაზიდან გაეტანა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს