ავსტრალიის ცენტრალურ აღმოსავლეთ სანაპიროს ამ კვირის ბოლოს მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, რაც ციკლონ "ალფრედის" შედეგად არის გამოწვეული. მოსალოდნელია, რომ ის მეორე კატეგორიის შტორმის სახით შემოვა. ეს პირველი ციკლონია ამ რეგიონში 1974 წლის შემდეგ, როდესაც ციკლონი "ზოი" დაატყდა თავს. ტროპიკული შტორმები ავსტრალიაში იშვიათი მოვლენა არ არის, თუმცა, როგორც წესი, ისინი უფრო ჩრდილოეთით აღწევენ ხმელეთს. მოსახლეობა ოქროს სანაპიროზე სტიქიისთვის ემზადება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს