Nissan GT-R-ის 18-წლიანი ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ლეგენდარული ავტომობილი, რომელსაც "გოძილას" სახელითაც იცნობენ, წარმოებიდან ოფიციალურად იხსნება. ეს გადაწყვეტილება ავტომობილების მოყვარულთათვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან GT-R-ის გაყიდვები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და თანამედროვე ავტოინდუსტრიის ტენდენციებსაც ვეღარ აკმაყოფილებდა. თუმცა, ისმის მთავარი კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს "გოძილას" საბოლოო გაქრობას ავტოსამყაროდან? ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა Nissan GT-R-ის სრულად ელექტრო მოდელის გამოშვებას, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში შესაძლოა ვიხილოთ "გოძილას" დაბრუნება სრულიად ახალი ფორმატით. ამ დროისთვის კი, თაყვანისმცემლებს შეუძლიათ დატკბნენ ამ ავტომობილის ისტორიითა და იმ მემკვიდრეობით, რომელიც GT-R-მა ავტოინდუსტრიაში დატოვა. "გოძილა" სამუდამოდ დარჩება ავტომობილების მოყვარულთა გულებში, როგორც სიმძლავრის, სისწრაფისა და ინოვაციის სიმბოლო.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს