ლონდონის "ჩელსი" შეთანხმებას მიაღწია ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველ დარიო ესუგუს შეძენასთან დაკავშირებით. ტრანსფერის ღირებულება 18.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 20 წლის ფეხბურთელი ამჟამად იჯარით "ლას პალმასში" თამაშობს.
ესუგუსთან შვიდწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომლის გახანგრძლივების შესაძლებლობაც არსებობს. ტრანსფერი ძალაში სამედიცინო შემოწმებისა და პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმების შემდეგ შევა.
პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, სავარაუდოდ, ივნისში შეუერთდება გუნდს და მოისეის კაისედოს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კონკურენციას გაუწევს. "სტემფორდ ბრიჯის" მაღალი რანგის წყაროების ინფორმაციით, სკაუტებმა ფეხბურთელის პროგრესი სეზონის განმავლობაში აღნიშნეს.
კლუბი იმედოვნებს, რომ ესუგუ გუნდს ივნისში დაგეგმილ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დაეხმარება, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიმართება. ესუგუს "სპორტინგის" შემადგენლობაში 25 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო "ლას პალმასში" იჯარით ყოფნისას 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ცნობილია, რომ "ჩელსიმ" ასევე შეიძინა 17 წლის გარემარბი ჯოვანი კვენდა "სპორტინგიდან", 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს