დან ბერნმა წარმატებისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულად გაიარა. ბავშვობაში, მისმა საყვარელმა კლუბმა, "ნიუკასლ იუნაიტედმა" უარი უთხრა. გარდა ამისა, მას სუპერმარკეტში უწევდა ურიკების გადაადგილება. ამ ყველაფრის ფონზე, მას შეეძლო დაენებებინა თავი საფეხბურთო კარიერისთვის, სანამ ის დაიწყებოდა.
32 წლის მცველი, რომელიც თავიდან მეკარე იყო, 13 წლის ასაკში ბავშვობაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მარჯვენა ხელზე თითი დაკარგა. ახლა კი, მის მკერდზე ამაყად არის გამოსახული სამი ლომი - ინგლისის ეროვნული ნაკრების სიმბოლო. ის იხსენებს იმ გზას, რომელმაც ის ოცნების კვირამდე მიიყვანა.
ინგლისის ნაკრებში პირველად გამოძახებიდან რამდენიმე დღეში, ბერნმა "მაგპაისს" "უემბლიზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ კარაბაოს თასის ფინალში მოაგებინა და გუნდს 70-წლიანი ლოდინი დაასრულებინა. ახლა მისი ყურადღება ეროვნულ ნაკრებში შესაძლო დებიუტისკენ არის მიმართული. თუ ის მოედანზე გამოვა, ის გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც დებიუტი შეასრულა ნაკრებში ბოლო 15 წლის განმავლობაში.
"უცნაური იყო, როგორც კი სტადიონი დავტოვე, ყველაფერი ამაზე გადაერთო", - ამბობს ის. "ავტობუსით ღამის 12 საათზე დავბრუნდით. ხმაური იყო, მე კი დასაძინებლად ვიყავი მზად."
"ამ შესაძლებლობას დიდი ხანია ველოდები და არ მინდოდა მისი გაფუჭება. მწვრთნელმა თქვა, რომ დიდი ხანია კარგად ვთამაშობ. მე აქ მხოლოდ გულშემატკივრად არ მოვსულვარ - მინდა თამაში."
"ყველა ბავშვის ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. იმის ცოდნა, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს, თუ გამოვიყენებ, განსაკუთრებულია."
"ვგრძნობ, რომ მოედანზეც და მის გარეთაც ლიდერი ვარ. ეს როლი მომწონს. ვფიქრობ, რომ გუნდს საუკეთესოდ ამით დავეხმარები."
11 წლის ასაკში ბერნი "ნიუკასლის" აკადემიიდან გაათავისუფლეს, ხოლო 16 წლის ასაკში კვირაში ერთხელ მშობლიურ ქალაქ ბლაითში სუპერმარკეტში ურიკებს აგორებდა. ის არა ლიგის კლუბში, "ბლაით სპარტანსში" თამაშობდა, სანამ 2009 წელს ლიგა ორის კლუბ "დარლინგტონს" ახალგაზრდული კონტრაქტით შეუერთდებოდა.
სენტ ჯორჯის პარკის ხასხასა მწვანე მოედანი მისთვის სხვა სამყარო უნდა ყოფილიყო, რადგან ის საკუთარ ფორმას რეცხავდა და ვარჯიშზე სადილი თან მიჰქონდა. როდესაც მართვის მოწმობა აიღო, სამ თანაგუნდელთან ერთად "პეჟო 206"-ით ბლაითიდან საგრაფო დურჰემში დადიოდა და ბენზინის ფულს ახდევინებდა, რადგან მგზავრობა შაბათის სამუშაოზე მეტი უჯდებოდა.
"დარლინგტონში" არსებულმა მძიმე ფინანსურმა პრობლემებმა ხელი შეუწყო მის დაწინაურებას პირველ გუნდში და მან საკმარისი შთაბეჭდილება მოახდინა, რათა 2011 წელს, 18 წლის ასაკში პრემიერ ლიგის გუნდ "ფულემში" გადასულიყო.
"კრეივენ კოტეჯში" გატარებულმა ხუთმა წელმა 61 მატჩი მოუტანა, მაგრამ ძალიან მცირე სტაბილურობა. ის იჯარით გაუშვეს "იეოვილ თაუნში" და "ბირმინგემ სიტიში", სანამ ჩემპიონშიპის კლუბ "უიგან ატლეტიკში" გადავიდოდა.
პრემიერ ლიგაში დაბრუნება 2018 წელს მოახერხა, როდესაც "ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონში" გადავიდა და "უიგანში" იჯარით დაბრუნების შემდეგ, საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი უმაღლეს დივიზიონში.
ბერნი "ნიუკასლში" 2022 წლის იანვარში დაბრუნდა და 13 მილიონ ფუნტად გააფორმა კონტრაქტი. მას შემდეგ ედი ჰაუს გუნდის შემადგენლობაში 114 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში.
"ამან გამაძლებიანა", - თქვა მან. "ჩემს კარიერას სწორხაზოვანი ტრაექტორია არ ჰქონია."
"ეს იყო აღმასვლა და დაღმასვლა. პრემიერ ლიგაში დებიუტი 21 წლის ასაკში შევასრულე - სამი წლის შემდეგ "ფულემმა" გამათავისუფლა. არ მაინტერესებს ხალხის აზრი - ვიცი, რაში ვარ კარგი."
"ვგრძნობ, რომ ჩემს კარიერაში ბევრჯერ დავუყენებივარ ეჭვქვეშ. "დარლინგტონში" ბევრი არ იტყოდა, რომ აქ ვიჯდებოდი და ინგლისის ნაკრებისთვის პრესკონფერენციას გავმართავდი. ვგრძნობ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებ."
ბერნი იყო ჰაუს გუნდის შემადგენლობაში, რომელმაც 2023 წლის კარაბაოს თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:0 წააგო.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს