კალათბურთის ლეგენდა, ლებრონ ჯეიმსი, NBA-ის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც კარიერაში 50,000 ქულა დააგროვა. ლუკა დონჩიჩისა და ლებრონ ჯეიმსის დუეტმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ძალები, რათა "ლოს-ანჯელეს ლეიკერსს" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოეპოვებინა. ამჯერად მათ ნიუ-იორკ "ნიქსი" დამატებით დროში ანგარიშით 113-109 დაამარცხეს. დონჩიჩმა 32 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯეიმსმა, რომელიც NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეა, 31 ქულა მიითვალა. "ლეიკერსმა" მეოთხე მეოთხედში 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და გამარჯვება მოიპოვა. დონჩიჩმა, რომელსაც ასევე 12 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა ჰქონდა, დამატებით დროში 5 ქულა ჩააგდო. მისი დებიუტის შემდეგ, გასულ თვეში, "ლეიკერსის" მაჩვენებელი 9 მოგება და 2 წაგებაა. "ლეიკერსი", რომელიც წყნარი ოკეანის დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, შაბათს ოთხმატჩიან გასვლით სერიას იწყებს NBA-ის მოქმედ ჩემპიონ "ბოსტონ სელტიქსთან".
ამასობაში, სტეფ კარიმ კიდევ ერთხელ გააოცა გულშემატკივრები შორი მანძილიდან ზუსტი სროლით. "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" ბრუკლინის "ნეტსი" ანგარიშით 121-119 დაამარცხა. კარიმ პირველი ტაიმის დასრულებამდე 0.3 წამით ადრე, კალათიდან 38 ფუტის მოშორებით, ზურგი შეატრიალა და ბურთი ჩააგდო, რამაც მას 40 ქულა მოუტანა. დრეიმონდ გრინმა აღნიშნა, რომ კარის ეს სროლა ცირკის სანახაობას ჰგავდა და რომ გუნდის ყველა წევრმა იცოდა, რომ ბურთი კალათში მოხვდებოდა. კარიმ კი განაცხადა, რომ ეს სროლა სავარჯიშო პროგრამაში არ შედის და თავადაც გაოცებული დარჩა, რის გამოც პირდაპირ გასახდელისკენ გაიქცა.
გამარჯვებები ასევე მოიპოვეს ჩიკაგოს "ბულზმა", ატლანტას "ჰოუქსმა", ბოსტონის "სელტიქსმა" და ჰიუსტონის "როკეტსმა".
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს