BBC-მ და ITV-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მამაკაცთა ექვსი ერის ჩემპიონატის ტრანსლირება უფასო ტელევიზიით 2029 წლამდე გაგრძელდება. შეთანხმება 2026 წლიდან შევა ძალაში.
BBC Sport-ი უზრუნველყოფს ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლირებას, სატელევიზიო მიმოხილვებსა და ციფრულ კლიპებს. ყოველწლიურად, BBC აჩვენებს შოტლანდიისა და უელსის ნაკრებების მონაწილეობით ხუთ-ხუთ მატჩს.
ITV ყოველ სეზონზე 10 პირდაპირ მატჩს გადასცემს, მათ შორის ინგლისის ნაკრების ყველა შეხვედრას. BBC ასევე უზრუნველყოფს ქალთა ექვსი ერის ჩემპიონატისა და 20-წლამდელთა ექვსი ერის ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლირებას ტელევიზიითა და iPlayer-ის საშუალებით. რადიო კომენტარები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის რადიოში, BBC Sounds-სა და BBC Sport-ის ვებსაიტსა და აპლიკაციაში.
ექვსი ერის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა, რომ ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია და მაქსიმალურად გაზრდის გულშემატკივრებისთვის ტურნირზე წვდომას. ინგლისის რაგბის კავშირმა ასევე გამოთქვა კმაყოფილება BBC-სა და ITV-სთან მიღწეული შეთანხმებით, რაც ხელს შეუწყობს რაგბის პოპულარიზაციას და ფინანსურ მხარდაჭერას. კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ექვსი ერის ჩემპიონატი სპორტული კალენდრის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა და მნიშვნელოვანია, რომ ის კვლავ უფასო ტელევიზიით იყოს ხელმისაწვდომი.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს