ყოფილ ფეხბურთელ პეტკო განჩევს კვირა დღე, რომელიც მის ყოფილ კლუბ "არდა კარჯალის" და "ლევსკი სოფიას" თამაშის ყურებაში უნდა გაეტარებინა, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის იმის მტკიცებაში გადაიზარდა, რომ ცოცხალი იყო. ბულგარეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდმა განჩევს, 78 წლის ფეხბურთელს, მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, რადგან შეცდომით ჩათვალეს, რომ ის გარდაიცვალა.
როგორც ყოფილმა თავდამსხმელმა განჩევმა ერთ-ერთ ბულგარულ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, თამაშზე 10 წუთით დააგვიანა პირადი საქმის გამო. სახლში მიმავალს ტელეფონმა გამუდმებით რეკვა დაუწყო. ეზოში შესულს ცოლი ატირებული შეეგება და უთხრა, რომ ტელევიზიით მისი გარდაცვალების შესახებ გამოაცხადეს. განჩევს გაუჭირდა გაეგო, რა ხდებოდა. შემდეგ ორმა მეგობარმა დაურეკა. მისი თქმით, ცოცხლად დამარხვა საკმაოდ სტრესულია.
"არდამ" სწრაფად გააცნობიერა შეცდომა და მატჩის დასრულებამდე კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე განაცხადა, რომ დეზინფორმირებული იყო. განჩევის თქმით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ივაილო პეტკოვმა მას ბოდიში მოუხადა. განჩევმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ ხდება, მაგრამ სიტუაცია ადვილი არ იყო. სოფელში ჭორის გავრცელება ნორმალურია, მაგრამ ეს მთელი ბულგარეთის საფეხბურთო აუდიტორიის წინაშე გამოაცხადეს. ბევრმა ნათესავმა, მეგობარმა და ნაცნობმა დაურეკა. სიტუაცია სასიამოვნო არ იყო, მაგრამ საბოლოოდ პოზიტიურად უნდა განეწყონ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს