"მანჩესტერ იუნაიტედი" მოულოდნელად დაინტერესდა "კრისტალ პალასის" ფრანგი თავდამსხმელით, ჟან-ფილიპ მატეტათი. კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის განიხილავს მის შეძენას. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალი" ვერ შეძლებს მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, იოზუა კიმიხის გადაბირებას, რადგან ფეხბურთელი გუნდში დარჩენას აპირებს. "ლივერპულმა" შესაძლოა, ჰარვი ელიოტი იჯარით გაუშვას, რათა ახალგაზრდა ინგლისელმა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.
მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი", "ჩელსი" და "ტოტენჰემი" დაინტერესებულნი არიან "ბორნმუთის" 19 წლის ესპანელი მცველით, დეან ჰუისენით, რომლის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი სტერლინგია. "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი" ასევე განიხილავენ "საუთჰემპტონის" ინგლისელი მცველის, ტეილორ ჰარვუდ-ბელის შეძენას.
მადრიდის "ატლეტიკო" სეზონის ბოლოს "მარსელის" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის, მეისონ გრინვუდის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს. "ჩელსი" დაინტერესებულია "რეალ ბეტისის" 19 წლამდე ესპანეთის ნაკრების გარემარბით, ხესუს როდრიგესით, რომლის გამოსასყიდი თანხა 42 მილიონი ფუნტი სტერლინგია. "ლივერპულიც" ყურადღებით აკვირდება მის პროგრესს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ლივერპულმა" "ატალანტას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ედერსონის შესახებ გამოიკითხეს, თუმცა "მანჩესტერ სიტისაც" აქვს სერიოზული ინტერესი 50 მილიონ ფუნტად შეფასებული 25 წლის ფეხბურთელის მიმართ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვას იმედოვნებს, სანამ "ლაიპციგის" და სლოვენიის ნაკრების თავდამსხმელის, ბენჟამინ შეშკოს კონტრაქტში არსებულ 80 მილიონი ევროს გამოსასყიდ პუნქტს გაააქტიურებს. "ლივერპულსაც" სურს შეშკოს დამატება ზაფხულში დაგეგმილი განახლების ფარგლებში. "ბარსელონა" პრიორიტეტად მიიჩნევს ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც მისით "არსენალი" დაინტერესდა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს