გალ გადოტის ახალი ფოტოები მისი ახალი Walt Disney-ს ფილმის, „ფიფქიას“ მსოფლიო პრემიერიდან, ამტკიცებს, რომ მსახიობმა იცის, თუ როგორ შეარჩიოს იდეალურად მეთოდური სტილი. 15 მარტს მსახიობი ლოს-ანჯელესში, El Capitan Theatre-ის წითელ ხალიჩაზე „ზღაპრიდან“ გადმოსულ პრინცესასავით გამოცხადდა. მას Chloé-ს შთამბეჭდავი გამჭვირვალე შავი კაბა ამშვენებდა, რომელიც Chemena Kamali-მ შექმნა. ეს ანსამბლი ფრანგული ძვირადღირებული მოდის სახლის 2025 წლის ზამთრის კოლექციიდანაა.
Gal Gadot stuns in a sheer Chloé dress in ‘Snow White’ premiere photos View this post on Instagram A post shared by Mary Phillips (@maryphillips)
გალ გადოტმა ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც ლოს-ანჯელესში „ფიფქიას“ პრემიერაზე გამოჩნდა და მოხდენილი Chemena Kamali-ს გამჭვირვალე Chloé-ს კაბა მოირგო. უმკლავო შავი კაბა გამოირჩეოდა ნაზი მაქმანებიანი ბოდეთი და კვადრატული დეკოლტეთი. მას ასევე თხელი სპაგეტის თასმები ამშვენებდა. ტანზე მომდგარი ბოდე მსახიობის განსაცვიფრებელ ფიგურას შესანიშნავად უსვამდა ხაზს. ბოდიდან კაბა დრამატულ შავ მაქმანებიან ქვედაკაბაში გადადიოდა. მას მოცულობითი ნაკეცებიანი მოკლე ფენა ჰქონდა ქვედაკაბის შუამდე. სამოსს ასევე ჰქონდა თავისუფალი, გამჭვირვალე მაქმანებიანი გრძელი ქვედაკაბა მოკლე ფენის ქვეშ, რომელიც მსახიობის გამოკვეთილ ფეხებს აჩენდა. ქვედაკაბას ჯიბეც ჰქონდა.
გალ გადოტმა კაბას Tiffany & Co-ს თვალისმომჭრელი ყელსაბამი ბრჭყვიალა გულსაკიდით შეუხამა. მაკიაჟის მხრივ, მსახიობმა არჩევანი გლამურულ ნიუდ მაკიაჟზე შეაჩერა, ატენიანებული ტონალური ბაზით, მუქი წარბებით, რბილად გამოკვეთილი თვალებით და ნიუდის ტუჩსაცხით. მან გრძელი და მუქი თმა გაშლილი და სწორად დაივარცხნა. მსახიობს ასევე სწორი შუა გაყოფა ჰქონდა. ფოტოებში ის მინიმალისტურ და დახვეწილ მანიკიურსაც აჩვენებდა. Shigeko Taylor ამ ლუქისთვის მანიკიურის სპეციალისტი იყო. ამასობაში, MUA Mary Phillips მისი უნაკლო მაკიაჟის ავტორია, ხოლო Jenny Cho ვარცხნილობაზე ზრუნავდა. თავის მხრივ, მსახიობის სტილზე ცნობილი სელებრითი სტილისტი Karla Welch ზრუნავდა.
გალ გადოტი „ფიფქიაში“ ბოროტი დედოფლის როლს ასრულებს. ფენტეზი მიუზიკლში ასევე მონაწილეობს რეიჩელ ზეგლერი მთავარ როლში. ფილმი კინოთეატრებში შეერთებულ შტატებში 21 მარტს გამოვა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს