"ლივერპულის" ნახევარმცველი, რაიან გრავენბერხი, ტრავმის გამო ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის მეოთხედფინალურ ორ მატჩში ვერ დაეხმარება. 22 წლის ფეხბურთელმა მცირე დაზიანება "ლივერპულის" მიერ "ნიუკასლთან" კარაბაოს თასის ფინალში განცდილი მარცხის დროს მიიღო. ნიდერლანდების ნაკრების განცხადებით, ტრავმა მას ესპანეთის წინააღმდეგ თამაშის საშუალებას არ აძლევს. მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელის გამოძახება საჭიროდ არ ჩათვალა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი როტერდამში ხუთშაბათს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა ვალენსიაში, კვირას. ამ სეზონში გრავენბერხმა "ლივერპულის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა. ტრავმის გამო, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს მისი მონაწილეობა "ლივერპულის" მომდევნო შეხვედრაში, რომელიც 2 აპრილს "ევერტონის" წინააღმდეგ მერსისაიდის დერბია.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს