უელსი და ინგლისი შაბათს კარდიფში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ინგლისის ნაკრები ექვსი ერის თასზე გამარჯვებისთვის იბრძვის, თუმცა უელსისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. უელსელები საკუთარ მოედანზე ინგლისის დამარცხებით შეეცდებიან, შეწყვიტონ ზედიზედ წაგებების სერია.
ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ჯეიმი ჯორჯის თქმით, უელსისთვის ეს მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ტოლფასია. კარდიფში ინგლისის წინააღმდეგ თამაში უელსელებისთვის უდიდესი მოტივაცია იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ უელსის ნაკრებს მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ მოუგია, ინგლისელები მათ ძლიერ წინააღმდეგობას ელიან. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, მეტ შერატის ხელმძღვანელობით, უელსის ნაკრებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაში. ინგლისის ნაკრები კარდიფში მხოლოდ გამარჯვებისთვის მიდის და ექვსი ერის თასის მოგებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ნაკრებმა შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა. ოლი ლორენსის ტრავმის გამო, გუნდს "ბათის" ცენტრი, მაქს ოჯომო შეუერთდა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს