ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშება გრძელდება და მაყურებელს საინტერესო სანახაობები ელის. ცნობილი გახდა, რომ BBC მაყურებელს ორ მეოთხედფინალურ შეხვედრას შესთავაზებს. "პრესტონ ნორთ ენდი", რომელიც ჩემპიონშიპის გუნდებს შორის ერთადერთია, ვინც ამ ეტაპამდე მიაღწია, "ასტონ ვილას" უმასპინძლებს. ეს მატჩი 30 მარტს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში იქნება ნაჩვენები BBC One-სა და BBC iPlayer-ზე.
ასევე, BBC-ის ეთერში იხილავთ პრემიერ ლიგის ორ გუნდს შორის დაპირისპირებას. "ბრაიტონი", რომელმაც წინა ეტაპზე "ნიუკასლ იუნაიტედი" დაამარცხა, "ნოტინგემ ფორესტს" შეხვდება. აღნიშნული მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება და ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა BBC One-სა და BBC iPlayer-ზე.
რაც შეეხება დარჩენილ ორ მეოთხედფინალურ შეხვედრას, "ფულჰემი" "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს 29 მარტს, ხოლო "მანჩესტერ სიტი" "ბორნმუთს" ესტუმრება 30 მარტს. ამ მატჩების ტრანსლაციას ITV განახორციელებს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს