ზაფხულში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისური პრემიერ ლიგის მეორე საზაფხულო სერია გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბორნმუთი", "ევერტონი" და "ვესტ ჰემი".
ჯამში ექვსი მატჩი ჩატარდება 26 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით. ორმაგი მატჩები გაიმართება ნიუ ჯერსიში, ჩიკაგოში და ატლანტაში. პირველი ორი შეხვედრა "მეტლაიფ სტადიონზე" ჩატარდება, სადაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.
ბილეთების ფასები 77 დოლარიდან იწყება და თითქმის მეოთხედი ყველა ბილეთისა 100 დოლარზე ნაკლები ღირს. თითოეული ბილეთი ორივე მატჩზეა გათვლილი, რომელიც ერთ დღეს იმართება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს