გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ესხმის თავს მამაკაცი ირანში ორ ქალს. ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ქალბატონებს იოგურტს სახეში ესვრის. მომხდარის მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვიდეომ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მომხდარს მკაცრად გმობს და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ამ დროისთვის, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები მომხდარ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებენ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს