ლეგენდარული იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის ვაჟმა, ლუი ბუფონმა, პროფესიონალური კარიერა დაიწყო. მან იტალიის სერია B-ს გუნდ "პიზას" მაისურით ითამაშა. მამისგან განსხვავებით, რომელიც გოლკიპერი იყო და ათასზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ლუი თავდასხმის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. "პიზას" მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ, რომელსაც ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად იტალიის ნაკრებში უთამაშია, ლუი მოედანზე შეცვლაზე შეიყვანა. სამწუხაროდ, "პიზამ" "სპეციასთან" მატჩი ანგარიშით 3-2 დათმო. აღსანიშნავია, რომ ლუი ბუფონმა ახალგაზრდულ დონეზე ჩეხეთის ნაკრების ღირსების დაცვა გადაწყვიტა, სადაც მისი დედა ცხოვრობს. "პიზა", რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ცდილობს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას, რაც 1991 წლის შემდეგ არ მომხდარა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს