"ბაფალო ბილსის" კვარტერბეკმა, ჯოშ ალენმა, ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2030 წლამდე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის ღირებულება რეკორდულ თანხას, 330 მილიონ დოლარს აღწევს, რაც მას NFL-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.
2024 წლის სეზონში ალენი NFL-ის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა. გავრცელებული ცნობებით, გარანტირებული თანხა 250 მილიონ დოლარს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ "კანზას სიტი ჩიფსის" კვარტერბეკმა, პატრიკ მაჰოუმსმა 2020 წელს 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 450 მილიონი დოლარია, ალენის გარანტირებული თანხა ყველაზე დიდია NFL-ის ისტორიაში და აჭარბებს "დალას კოვბოისის" კვარტერბეკის, დეკ პრესკოტისთვის გარანტირებულ 231 მილიონ დოლარს.
ალენის ახალი კონტრაქტი მას შემდეგ გაფორმდა, რაც 28 წლის მოთამაშე ლიგის MVP გახდა. მან "ბილსი" AFC-ის ჩემპიონატის თამაშამდე მიიყვანა, სადაც გუნდი "ჩიფსთან" დამარცხდა.
გასულ სეზონში ალენმა ჯამში 41 თაჩდაუნი დააგროვა (28 პასით, 12 გარბენით და 1 მიღებით). 2024 წელს "ბილსმა" 12 თამაშში 30-ზე მეტი ქულა მოიპოვა, რაც NFL-ის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია.
ახალი კონტრაქტის ფარგლებში, ალენი სეზონში საშუალოდ 55 მილიონ დოლარს მიიღებს. მხოლოდ "კოვბოისის" პრესკოტი იღებს უფრო მეტს, საშუალოდ 60 მილიონ დოლარს სეზონში.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს