ავსტრალიელი ფეხბურთელი, ჯოშ კავალო, რომელიც 2021 წელს ღიად გამოვიდა, როგორც ჰომოსექსუალი, აცხადებს, რომ ყოველდღიურად არაერთი სიკვდილის მუქარა მისდის. ადელაიდა იუნაიტედის ნახევარმცველი ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთის სამყარო კვლავაც უკიდურესად არატოლერანტულია ღიად ჰომოსექსუალი მოთამაშეების მიმართ და აღიარება უამრავ ნეგატიურ შედეგთან არის დაკავშირებული.
კავალოს თქმით, ფეხბურთში ღიად გეი მოთამაშე ყოფნა ძალიან რთულია და ამას ყველა ვერ გაუძლებს. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ შორს არის სრული მიმღებლობისგან. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ადამიანების გადაწყვეტილებაზე, გამოვიდნენ თუ არა ღიად, რადგან აღიარება დიდ ყურადღებას, ზეწოლასა და ნეგატივს მოაქვს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ თამაშზე აისახება.
მიუხედავად მუქარებისა, კავალო ნანობს, რომ უფრო ადრე არ გამოვიდა ღიად. მას მობეზრდა დამალვა და სურდა, ეცხოვრა საკუთარი ნამდვილი ცხოვრებით. მისი თქმით, მანამდე ვერ ხვდებოდა, რატომ არავინ გამოსულა ფეხბურთში და არ ყოფილა წარმატებული. ახლა კი, უკან მოხედვისას, ხვდება, რა ნეგატივთან არის ეს დაკავშირებული. კავალომ იმედი გამოთქვა, რომ მისი მაგალითი სხვებსაც მისცემს გამბედაობას.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს