იუვენტუსის გარემარბმა ფრანსისკო კონსეისაომ ორშაბათს სოციალურ ქსელში იდუმალი ფოტო გამოაქვეყნა, მას შემდეგ რაც მთელი თამაში "რომას" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე გაატარა: "ერთ დღეს ისინი გაიგებენ."
პორტუგალიელი გარემარბი კვირას "რომასთან" 1-1 ფრედ დასრულებულ მატჩში "იუვენტუსის" განაცხადში სათადარიგო მოთამაშე იყო, მოედანზე არ შესულა.
როგორც ჩანს, იგორ ტუდორის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული დარჩა და ორშაბათს დილით ბუნდოვანი Instagram-ის სთორი გამოაქვეყნა.
კონსეისაომ გამოაქვეყნა შავ-თეთრი ფოტო, სადაც მარტში "ინტერთან" გოლის აღნიშვნის მომენტია ასახული, წარწერით: "ერთ დღეს ისინი გაიგებენ."
კონსეისაო "პორტუდან" არის განათხოვრებული და "იუვენტუსს" მისი გამოსყიდვის ოფიციალური ვარიანტი არ აქვს, თუმცა ითვლება, რომ 30 მილიონი ევროს შეთავაზება მათ საშუალებას მისცემს 22 წლის ფეხბურთელი მუდმივად გაიფორმონ.
კონსეისაოს ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში ხუთი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა აქვს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს