მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოთამაშე წლების განმავლობაში ვირტუალურ მოედნებზე კრიშტიანუ რონალდუს გოლებს ზეიმობდა და მის საფირმო "სიუს" სკანდირებდა. ახლა კი, ხუთგზის "ოქროს ბურთის" მფლობელი სრულიად განსხვავებულ ბრძოლაში ერთვება.
ფეხბურთის მოედნის ნაცვლად, მოთამაშეებს რონალდუს მართვა მებრძოლ თამაშში შეეძლებათ, სადაც ის ვირტუალურ სამყაროში გამოცდილ მეომრებს დაუპირისპირდება. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი დაანონსდა, როგორც სათამაშო პერსონაჟი მომავალ საბრძოლო თამაშში, სახელწოდებით "Fatal Fury: City of the Wolves", რომელიც მომავალ თვეში გამოვა.
რონალდუ თამაშში წარმოდგენილი 15 სათამაშო პერსონაჟიდან ერთ-ერთია, რომელსაც იაპონური ვიდეოთამაშების კომპანია SNK ქმნის. "Fatal Fury"-ის ფრენჩაიზა 1991 წელს დაიწყო და 1990-იან წლებში პოპულარობის მოპოვებაში მებრძოლი თამაშების ჟანრის ერთ-ერთი პიონერი იყო.
თამაშის თრეილერში ჩანს ყოფილი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალ მადრიდის" ვარსკვლავი, რომელსაც შვიდი ნომრიანი მაისური და კაპიტნის სამკლაური ამშვენებს. ის მოწინააღმდეგეზე თავდასხმისთვის ცეცხლოვან ლურჯ ბურთს იყენებს, რის შემდეგაც თავის საფირმო ზეიმს ასრულებს.
SNK-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რონალდუ არა მხოლოდ სპორტული სუპერვარსკვლავია, არამედ მსოფლიოში N1 ინფლუენსერიც. სწორედ ამიტომ მიმართეს მას თანამშრომლობისთვის. ისინი მას "Fatal Fury"-ის N1 მებრძოლ თამაშად დამკვიდრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ.
ორიგინალ "Fatal Fury"-ის თამაშს 11 გაგრძელება მოჰყვა, რომელთაგან უკანასკნელი 1999 წელს გამოვიდა. "City of the Wolves" სერიაში პირველი ახალი თამაში იქნება 26 წლის შემდეგ, როდესაც ის 24 აპრილს გამოვა.
პორტუგალიის ნაკრების 219-ჯერ კაპიტანმა, რონალდუს პერსონაჟის გვერდზე აღწერილია, როგორც "მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი". თამაშის ვებსაიტი დასძენს, რომ ის თავისუფალ დროს სამხრეთ ქალაქში სტუმრობს, რათა ახალი საფეხბურთო უნარები დახვეწოს. ფეხბურთის თამაშის დროს განვითარებული სხვადასხვა ტექნიკა მას შეუჩერებელ ძალად აქცევს, გამოცდილი მებრძოლებისთვისაც კი.
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, რომელიც საუდის არაბეთის "ალ ნასრში" თამაშობს, მანამდე 2015 წლის მობილურ თამაშში "Ronaldo & Hugo: Superstar Skaters" მონაწილეობდა. "Fatal Fury"-ის დეველოპერების, SNK-ის უმრავლესობის მფლობელი არის "Misk Foundation", რომელიც საუდის არაბეთის გვირგვინოსანმა პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა 2011 წელს დააარსა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს