71 წლის ფილ ეპლტონი ბრალდებას უარყოფს, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში მსახიობ ანა ფრიელს დევნიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეპლტონმა მსახიობს არაერთი შეტყობინება გაუგზავნა, რამდენჯერმე ეწვია მის სახლს და დატოვა არასასურველი საჩუქრები.
როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, აღნიშნულმა ქმედებებმა, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში ხდებოდა, ანა ფრიელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
უინძორის მკვიდრი, ფილ ეპლტონი, წარდგენილ ბრალდებაში, რომელიც სერიოზული შეშფოთებისა და დისტრესის გამომწვევი დევნის მუხლით არის წარდგენილი, თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ბრალდებულმა მოსამართლეს განუცხადა, რომ აღიარებს ანა ფრიელისთვის შეტყობინებების გაგზავნასა და მის სახლში რამდენჯერმე ვიზიტს, თუმცა უარყოფს, რომ მისი ქმედებები დევნად შეიძლება შეფასდეს.
48 წლის ანა ფრიელმა სახელი გაითქვა Channel 4-ის სერიალში "Brookside" ბეთ ჯორდაშის როლით, ხოლო საერთაშორისო აღიარება 2007 წელს ABC-ის კომედიურ სერიალში "Pushing Daisies" შარლოტა 'ჩაკ' ჩარლზის როლის შესრულებით მოიპოვა. 2017 წელს მან მოიგო საერთაშორისო ემის ჯილდო, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა ITV-ისა და Netflix-ის დეტექტიურ დრამაში "Marcella" მთავარი როლის შესრულებისთვის.
ფილ ეპლტონის სასამართლო პროცესი, წინასწარი განრიგით, 28 ივლისს არის დანიშნული.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს