იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, შესაძლოა "სამპდორიაში" ტექნიკური დირექტორის პოსტზე დაბრუნდეს. გუნდის ახალ მწვრთნელად კი ჯუზეპე იაკინი დაინიშნება.
"სამპდორიას" ლეგენდა, მანჩინი, მზად არის დაბრუნდეს კლუბში და დაეხმაროს სერია C-ში დაქვეითების თავიდან აცილებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მანჩინი საბოლოო შეთანხმებას აფორმებს პრეზიდენტ მატეო მანფრედისთან ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობის დასაწყებად.
ამავდროულად, იაკინი, რომელიც წარსულში "სამპდორიას" მწვრთნელი იყო, სავარაუდოდ ლეონარდო სემპლიჩის შეცვლის, რომელმაც დეკემბერში ანდრეა პირლო ჩაანაცვლა.
"სამპდორია" გადარჩენისთვის იბრძვის და ამჟამად სერია B-ს სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა, 32 ქულით "რეჯიანას" გაუტოლდა.
რეგიონალურ მეტოქე "სპეციასთან" ბოლო 0-2 მარცხმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც გუნდი გენუაში ვეღარ დაბრუნდა და იტალიის საწვრთნელ ბაზაზე, კოვერჩანოში გადაინაცვლა.
"სამპდორიას" ფეხბურთელებს დღეს სემპლიჩის ხელმძღვანელობით უნდა ევარჯიშათ, მაგრამ კლუბში მოსალოდნელი ცვლილებების გამო, შესაძლოა, ორშაბათს მოედანზე არ გამოვიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტული დირექტორი პიეტრო აკარდი სემპლიჩისთან ერთად დატოვებს კლუბს.
მანჩინიმ "სამპდორიასთან" ერთად 1991 წელს სერია A მოიგო და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
იაკინს "სამპდორია" 2011-12 წლებში უკვე გაუწვრთნია და გუნდს სერია A-ში აღზევებაში დაეხმარა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს