"მარსელი" მკაცრად გმობს იმ პირად შეურაცხყოფებს, რომელიც ადრიენ რაბიოსა და მისი ოჯახის წევრების მიმართ იყო მიმართული პარი სენ-ჟერმენთან გამართული მატჩის დროს. აღნიშნული დაპირისპირება, რომელიც კვირას გაიმართა, ზოგიერთი პსჟ-ს გულშემატკივრის მხრიდან ჰომოფობიური და რასისტული შეძახილებით წარიმართა, რაც "მარსელის" არაბული წარმოშობის მქონე მოსახლეობის მიმართ იყო მიმართული. ასევე, სტადიონზე გამოფენილი იყო ბანერები, რომლებიც რაბიოსა და მის ოჯახს შეეხებოდა.
რაბიოს განცხადებით, პსჟ-ს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მის გარდაცვლილ მამას. ფეხბურთელის დედამ და აგენტმა, ვერონიკ რაბიომ, მომხდართან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. "მარსელის" განცხადებით, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ რაბიოსა და მის ოჯახს და შეუერთდებიან საჩივარს, რომელიც ანონიმური პირების წინააღმდეგ არის შეტანილი. კლუბი აცხადებს, რომ მომავალშიც უკომპრომისო და მკაცრი იქნება კლუბის, მისი ხელმძღვანელობის, თანამშრომლებისა და გულშემატკივრების მიმართ ნებისმიერი შეურაცხმყოფელი გამონათქვამის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ პარიზში დაბადებულმა ფრანგმა ნახევარმცველმა პსჟ-ში 2012-დან 2019 წლამდე ითამაშა და "იუვენტუსიდან" წამოსვლის შემდეგ, გასულ ზაფხულს "მარსელს" შეუერთდა. საფრანგეთის საფეხბურთო წესების თანახმად, მსაჯს უფლება აქვს შეაჩეროს თამაში, თუ გულშემატკივრები ჰომოფობიურ ან რასისტულ შეძახილებს გამოიყენებენ, თუმცა კვირას მთავარმა მსაჯმა, კლემენ ტურპენმა, ეს არ გააკეთა. რაბიოს დედამ განაცხადა, რომ ვერ ხვდება, რატომ არ შეაჩერეს მატჩი და რატომ ხდება ზოგიერთი მატჩის შეჩერება, ზოგიერთის კი - არა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს