ყოფილ მსოფლიოს ჩემპიონს კრივში, მაურიციო ლარას, ორი წლით აუკრძალეს ასპარეზობა ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო. ბრიტანულმა ანტიდოპინგურმა სააგენტომ დაადგინა, რომ მექსიკელმა მოკრივემ, 2023 წლის 28 მაისს, ლი ვუდთან მანჩესტერში გამართული ბრძოლის შემდეგ, აკრძალული ნივთიერება ბეტამეტაზონი გამოიყენა.
ლარა ამტკიცებდა, რომ ეს ნივთიერება მის ორგანიზმში 2023 წლის 12 მაისს მხარში გაკეთებული ინექციის შედეგად მოხვდა, თუმცა ანტიდოპინგურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ეს ახსნა არ იყო საკმარისი იმისათვის, თუ როგორ მოხვდა ბეტამეტაზონი მის სხეულში. სააგენტოს ცნობით, ლარას სხვა ახსნა არ წარუდგენია.
დისკვალიფიკაციის ვადა 2024 წლის 7 მარტიდან იწყება და 2026 წლის 6 მარტს სრულდება. ვუდთან წაგების შემდეგ, ლარამ მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, დანიელ ლუგოსთან მექსიკაში, 2024 წლის თებერვალში, რომელიც ფრედ დასრულდა. ლარა ცნობილი გახდა 2021 წელს, როდესაც სენსაციურად დაამარცხა ჯოშ უორინგტონი, რის შემდეგაც WBA-ის ტიტული მოიპოვა ლი ვუდის დამარცხებით 2023 წლის თებერვალში. ვუდმა ეს ტიტული იმავე წელს, მათ განმეორებით ბრძოლაში დაიბრუნა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს