როგორც ჩანს, საბოლოოდ, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ირგვლივ არსებული ათობით საიდუმლოს ზუსტი ახსნა ჯერ კიდევ ვერავინ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ უცხოპლანეტელთა მაძიებლები მთვარეზე ან მარსზე უცნაურ სტრუქტურებს ხშირად პოულობენ, როგორც წესი, ეს აღმოჩენები პარეიდოლიის შედეგია. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. სამეცნიერო კვლევის თანახმად, მთვარის ზედაპირის უზარმაზარ რეგიონზე, რომელიც ცნობილია როგორც ქარიშხლების ოკეანე, არსებული ნაპრალები გიგანტურ ოთხკუთხედს ქმნის. ახლა კი, მთვარის ირგვლივ არსებულ ათობით საიდუმლოს ამ გიგანტური ოთხკუთხედის ფორმის სტრუქტურაც ემატება, რომელიც მთვარის ერთ-ერთ უახლეს გამოცანას წარმოადგენს.
ადრე ვარაუდობდნენ, რომ 2000 მილის დიამეტრის კრატერი ასტეროიდის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა, თუმცა ახლა მეცნიერები თვლიან, რომ ეს ასტეროიდი არ ყოფილა. სინამდვილეში, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქარიშხლების ოკეანე (ბაზალტის ქანების არეალი) ადრეულ მთვარეზე ლავის გაცივების შედეგად წარმოიქმნა. ამ ფაქტმა მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ დედამიწის თანამგზავრი შორეულ წარსულში გაცილებით აქტიური იყო, ვიდრე ახლაა.
სურათები, რომლებმაც მკვლევარებს ამ უცნაური ფორმის ოთხკუთხედის იდენტიფიცირებაში დაეხმარა, NASA-ს Grail-ის მისიიდან მიღებული მონაცემებით შეიქმნა, რომელმაც მთვარის ზედაპირის გრავიტაცია წარმოუდგენელი დეტალურობით ასახა. სურათებმა თითქმის იდეალური ოთხკუთხედის აღმოჩენა გამოიწვია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთვარე გაცილებით იდუმალია, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. თქვენ ხედავთ გეომეტრიულ ფორმას?
"GRAIL-მა მთვარეზე ისეთი მახასიათებლები გამოავლინა, რასაც მონაცემების მიღებამდე ვერავინ წარმოიდგენდა," - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, კოლორადოს სამთო სკოლის პლანეტოლოგმა ჯეფრი ენდრიუს-ჰანამ. "მხოლოდ გამოცნობა შეიძლება, რა შეიძლება იყოს დამალული მზის სისტემის სხვა პლანეტების ზედაპირების ქვეშ."
ენდრიუს-ჰანამ დაამატა, რომ "მთვარეზე გრავიტაციული ანომალიების ნიმუში იმდენად თვალშისაცემად გეომეტრიული და მოულოდნელი ფორმისაა, რომ ის გვაიძულებს ახლებურად და განსხვავებულად ვიფიქროთ მთვარეზე მიმდინარე პროცესებზე". ეს ახალი დეტალები იმის დასტურია, რომ მთვარე გაცილებით იდუმალია, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.
სინამდვილეში, ბევრი ადამიანი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ დედამიწის მთვარე სინამდვილეში ტერაფორმირებული და ინჟინერიით შექმნილი მოწყობილობაა, რომელსაც 3 მილის სისქის მტვრისა და ქანების გარეთა ფენა აქვს. ამ ფენის ქვეშ, ვარაუდობენ, რომ მთვარეს აქვს დაახლოებით 20 მილის სისქის მყარი გარსი, რომელიც დამზადებულია მაღალი გამძლეობის მასალებისგან, როგორიცაა ტიტანი, ურანი 236, მიკა, ნეპტუნი 237. ნამდვილად ისეთი ელემენტებია, რომლებსაც მთვარის "შიგნით" არ მოელოდებით. არ დაგავიწყდეთ ჩვენი სტატიის - "7 დარღვევა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ მთვარე ინჟინერიითაა შექმნილი" - გაცნობა, რათა მეტი გაიგოთ დედამიწის თანამგზავრის ანომალიური მახასიათებლების შესახებ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს