კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

OpenAI მსჯელობის მოდელ o3-ს GPT-5-ში ჩააშენებს

ტექნოლოგია ხელოვნური
OpenAI მსჯელობის მოდელ o3-ს GPT-5-ში ჩააშენებს

კომპანია o სერიის მსჯელობის მოდელებს და GPT-ს გააერთიანებს – ისინი მიხვდებიან, როდის არის მიზანშეწონილი მსჯელობის მეთოდის გამოყენება და როდის არ არის აუცილებელი ამოცანაზე ზედმეტად ფიქრი, განაცხადა OpenAI-ის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა. OpenAI უარს ამბობს o3 მოდელის სრულ ვერსიაზე, რომელიც o3-mini-ის შემდეგ უნდა გამოსულიყო. სამაგიეროდ, გამოვა GPT-4.5 – მსჯელობის ფუნქციის არმქონე მოდელი, რომელიც ცნობილია კოდური სახელწოდებით Orion. რამდენიმე თვეში გამოვა GPT-5, რომელიც მსჯელობის o3-სა და “მრავალ” სხვა ტექნოლოგიას გააერთიანებს. უფასო მომხმარებლებს GPT-5-ზე შეუზღუდავი წვდომა “ინტელექტის სტანდარტულ დონეზე” ექნებათ. Plus და Pro გამომწერები მოდელების უფრო მოწინავე ვერსიებს, ასევე ხმოვან შეყვანას, ტილოს (canvas), ინტერნეტში ძიებასა და Deep research ფუნქციას მიიღებენ. გარდა ამისა, The Verge-ის ცნობით, OpenAI-ს მოდელებში შესაძლოა, ნაკლები ცენზურა იყოს. მოდელის სპეციფიკაციის განახლებულ ვერსიაში ნათქვამია: “არცერთი იდეა არ არის განსახილველად აკრძალული, თუ მოდელი მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს მომხმარებელს”.

კომენტარები