ქალთა საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩების განრიგი დაზუსტდა. ორივე შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა BBC-ის არხებით. ტურნირში მონაწილეობას სუპერლიგის ოთხი გუნდი განაგრძობს: მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "ლივერპული".
"ჩელსი" "ლივერპულს" 12 აპრილს, შაბათს უმასპინძლებს (მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება) და მისი ხილვა BBC One-სა და iPlayer-ზე იქნება შესაძლებელი. "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება კი 13 აპრილს, კვირას გაიმართება (თბილისის დროით 17:00 საათზე) და მას BBC Two და iPlayer გადასცემენ.
"ლივერპულმა" ნახევარფინალში პირველად 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ მოახერხა გასვლა, როდესაც მეოთხედფინალში "არსენალი" დაამარცხა. ამავდროულად, სუპერლიგის ლიდერმა "ჩელსიმ" ბოლო ადგილზე მყოფი "კრისტალ პალასი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
გასული წლის გამარჯვებულმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მესამე სეზონია მოიპოვა ნახევარფინალის საგზური, როდესაც "ჩემპიონშიფის" გუნდი "სანდერლენდი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მეზობელმა "სიტიმ" კი "ასტონ ვილას" 2:0 მოუგო. ეს მატჩი გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, გარეთ ტეილორისთვის ბოლო აღმოჩნდა.
ფინალში გასული ორივე გუნდი 160,000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ხოლო დამარცხებულები - 40,000 ფუნტს. იმ შემთხვევაში, თუ "სიტი", რომელსაც ამჟამად ნიკ კუშინგი ხელმძღვანელობს, და "ჩელსი" თავიანთ მატჩებს მოიგებენ და ფინალში შეხვდებიან, ეს მათ შორის ამ სეზონში ყველა ტურნირზე მეექვსე დაპირისპირება იქნება.
ფინალური მატჩი 18 მაისს, კვირას გაიმართება და მას BBC ასევე პირდაპირ ეთერში გადასცემს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს