კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

ქართული გუნდი „ნასას“ ჰაკათონის ფინალშია

ტექნოლოგია ციფრული
ქართული გუნდი „ნასას“ ჰაკათონის ფინალშია

„ნასას“ ორგანიზებული ჰაკათონის „Space Apps Challenge 2020“ საერთაშორისო ფინალში ქართველების გუნდი „არგონავტიკა“ გადავიდა. გუნდი ასპარეზობს კატეგორიაში „Orbital Sky“. „არგონავტიკამ“ სატელიტების ცნობადობის გაზრდის მიზნით შექმნა გაფართოებული რეალობის (Augmented Reality) თამაში. თამაშში მონაწილეები მიზნად ჩვენს ცაში მოძრავი სატელიტების აღმოჩენას ისახავენ. გუნდი, რომელიც პირველი შეკრებს ყველა სატელიტს, მომდევნო სატელიტური ხომალდის სახელს შეარჩევს. ნასას ჰაკათონზე 150 ქვეყნის 2,200 გუნდმა გადადგა ნაბიჯი დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევების გადასალახად. ქართული გუნდი „არგონავტიკა“ 40 საერთაშორისო ფინალისტშია. გუნდის წევრები არიან: გიორგი ჭანტურია, გიგი ბუთბაია, მარიამ როგავა, გიორგი კვანტრიშვილი, გური სიჭინავა და გიორგი ჭილაია. პროექტის ნახვა შეგიძლიათ აქ: პროექტი / Project გლობალური ჟიური გამარჯვებულებს უახლოეს დღეებში გამოავლენს. შერჩეული გუნდები ნასაში გაემგზავრებიან.

კომენტარები