ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, ქეითი ბულტერმა, მაიამის ღია პირველობის პირველ რაუნდში მარცხი განიცადა. ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ბულტერმა პეიტონ სტერნსთან ორი სეტის ჯამში დათმო შეხვედრა. მატჩი ამერიკელი ჩოგბურთელის გამარჯვებით, ანგარიშით 6-4, 6-2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს სტერნსისთვის ბულტერთან გამართული მესამე შეხვედრა იყო და სამივე შემთხვევაში ამერიკელმა იმარჯვა. ბულტერი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ტრავმის გამო ორი თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა. ინდიან უელსის ტურნირზე მან მესამე რაუნდში გასვლა მოახერხა, თუმცა მაიამიში ფორმაში მყოფ სტერნს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პირველ სეტში ბულტერს ზედიზედ სამჯერ მოუწია საკუთარი მოწოდების დათმობა. მეორე სეტში მან მცირე იმედი გააჩინა, თუმცა 23 წლის სტერნმა სწრაფად დაიბრუნა უპირატესობა და შემდეგ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. სტერნი მეორე რაუნდში ელისე მერტენსს შეხვდება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს