საფეხბურთო კლუბმა "ქროული თაუნმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობ ელიოტი გაათავისუფლა. 38 წლის სპეციალისტი, რომელიც გუნდში სკოტ ლინდსის "ემ-კე დონსში" გადასვლის შემდეგ მივიდა, გუნდს სატურნირო ცხრილში მე-22 ადგილზე ტოვებს. "ქროული თაუნი" გასავარდნ ზონაში იმყოფება და უმაღლეს ლიგაში დაბრუნების პირველივე სეზონში დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას. ელიოტის ხელმძღვანელობით გუნდმა 33 მატჩიდან მხოლოდ ექვსში მოიპოვა გამარჯვება. კლუბის განცხადებით, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლუის სთორი შეასრულებს, ხოლო ენტონი სვინი მისი ასისტენტი იქნება. "ქროული თაუნი" რობ ელიოტს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს. სთორის ხელმძღვანელობით გუნდი პირველ მატჩს შაბათს, საკუთარ მოედანზე "ბრისტოლ როვერსის" წინააღმდეგ გამართავს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს