კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

რობერტ დე ნირო კანის კინოფესტივალის საპატიო ოქროს პალმის რტოს მიიღებს

კულტურა კინო
რობერტ დე ნირო კანის კინოფესტივალის საპატიო ოქროს პალმის რტოს მიიღებს

რობერტ დე ნირო კანის 78-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტოს მიიღებს. ჯილდოს გადაცემის ცერემონია 13 მაისს, ფესტივალის გახსნის საღამოზე გაიმართება.

მეორე დღეს, დე ნირო მონაწილეობას მიიღებს მასტერკლასში დებიუსის თეატრის სცენაზე.

განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს კანის ფესტივალთან... – განაცხადა დე ნირომ ფესტივალზე მისი ცხოვრებისეული მიღწევების აღიარების შესახებ. – განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიოში ამდენი რამ გვაშორებს ერთმანეთს, კანი გვაერთიანებს – მთხრობელებს, კინემატოგრაფისტებს, ფანებსა და მეგობრებს. ეს სახლში დაბრუნებას ჰგავს.

მსახიობს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს კანის კინოფესტივალთან. ბოლოს მან წითელ ხალიჩაზე მარტინ სკორსეზეს ფილმისთვის "ყვავილების მთვარის მკვლელები" გაიარა. 14 წლის წინ კი ჟიურის თავმჯდომარე იყო.

დე ნირო შეუერთდება ოქროს პალმის რტოს სხვა ლაურეატებს, მერილ სტრიპსა და ჯუდი ფოსტერს და სხვა გამოჩენილ კინემატოგრაფისტებს.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში წელს ჟიურის პრეზიდენტის პოსტზე გრეტა გერვიგს შეცვლის. კანის ისტორიაში მეორედ მოხდება, რომ ჟიურის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქალი უხელმძღვანელებს.

კანის ფესტივალის ხელმძღვანელმა, ტიერი ფრემომ პარასკევს Variety-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის და მისი კომიტეტი ჯერ კიდევ 50 ფილმს ნახულობენ ოფიციალური პროგრამის დასასრულებლად, რომელიც (მინიმუმ ნაწილობრივ) ხუთშაბათს (10 აპრილს) პარიზში გამოცხადდება. მოსალოდნელია, რომ პროგრამაში ამერიკელი კინემატოგრაფისტების დიდი კონტინგენტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ჯიმ ჯარმუში, სპაიკ ლი, რიჩარდ ლინკლეიტერი, კელი რაიჰარდტი, არი ასტერი, კრისტენ სტიუარტი და ვეს ანდერსონი.

სიახლეები მოჰყვება

კომენტარები