მადრიდის "ატლეტიკო" ზაფხულში კრისტიან რომეროს შეძენას გეგმავს. "ევერტონი" ცდილობს ჯერად ბრენტვეიტთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას, რათა სხვა კლუბების ინტერესი შეაკავოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრენტვეიტის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ ჰარი მაგუაირი გუნდს დატოვებს.
ლონდონის "არსენალი" გაბრიელის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რათა საუდის არაბეთის კლუბების ინტერესი აღკვეთოს. მადრიდის "რეალი" ასევე დაინტერესებულია უილიამ სალიბათი, რომელიც "არსენალში" გაბრიელის პარტნიორია. "მეთოფეები" "ლივერპულს" შეუერთდნენ "აიაქსის" 19 წლის ნიჭიერი მცველის, იორელ ჰატოს შეძენის ბრძოლაში.
"ატალანტამ" ადემოლა ლუკმანის სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად განსაზღვრა, მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ნიუკასლმა" მის მიმართ ინტერესი გამოთქვეს. "ასტონ ვილა" ბუბაკარ კამარასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. "ბარსელონას" ფრანცისკო ტრინკაოს გამოსყიდვის უფლება, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს", "არსენალსა" და "ნიუკასლს" უკავშირებდნენ, 2024 წლის ივნისში ამოეწურა. "კრისტალ პალასი" ოლივერ გლასნერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელი სპეციალისტით "რბ ლაიპციგიცაა" დაინტერესებული.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს