ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ევროპული ფეხბურთის გრანდები აქტიურად განიხილავენ შემადგენლობის გაძლიერებას. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარსელონას" ბრაზილიელ თავდამსხმელ რაფინიას სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა.
ამავდროულად, "მანჩესტერ სიტის" მადრიდის "რეალის" ფრანგი ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას გადაბირება სურს, რისთვისაც მათ არანაკლებ 70 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევთ.
ლონდონის "არსენალი" და "ჩელსი" "ლივერპულს" უსწრებენ "ინტერის" ფრანგი თავდამსხმელის, მარკუს ტიურამის ხელში ჩაგდების რბოლაში. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 71 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
"ტოტენჰემი" და სხვა პრემიერ ლიგის კლუბები "ინტერ მაიამის" ამერიკელი ნახევარმცველის, ბენჯამინ კრემაშის პროგრესს აკვირდებიან.
"მილანმა" "ბარნლის" მცველის, მაქსიმ ესტევეს სანახავად სკაუტები გაგზავნა, თუმცა ფრანგი ფეხბურთელით "ევერტონი" და "ვესტ ჰემიცაა" დაინტერესებული.
"არსენალი" "აიაქსის" ჰოლანდიელი მცველის, ჯორელ ჰატოს შეძენას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში მაილს ლუის-სკელი გამოჩნდა.
"ნიუკასლი" ცდილობს შეინარჩუნოს შვედი თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება, მათ შორის "იპსვიჩის" ახალგაზრდა ინგლისელ თავდამსხმელს, ლიამ დელაპს და "სპორტინგის" შვედ ფორვარდს, ვიქტორ გიოკერეშს, იმ შემთხვევაში, თუ ისაკი "ლივერპულში" გადავა.
აშშ-ის ნაკრების და "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი, კრისტიან პულიშიჩი "მილანთან" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ამჟამად "გალათასარაიშია" განათხოვრებული, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს, ამის შესახებ ნიგერიის ნაკრების თანაგუნდელმა, უილიამ ტროოსტ-ეკონგმა განაცხადა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს