გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" "კრისტალ პალასის" ფრანგი თავდამსხმელის, ჟან-ფილიპ მატეტას შეძენა 40 მილიონი ფუნტი დაუჯდება. ამასთან, "ფულჰემი" მზადაა განიხილოს შეთავაზებები ამერიკელი მარცხენა მცველის, ანტონი რობინსონის თაობაზე, რომლის სანაცვლოდაც 40 მილიონ ფუნტზე მეტს ითხოვენ. რობინსონით "ლივერპულიც" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" არიან დაინტერესებულნი.
რაც შეეხება ტემი აბრაჰამს, "რომა" ზაფხულში მის გაყიდვას განიხილავს, რადგან "მილანი" არ აპირებს იჯარით მყოფი თავდამსხმელის გამოსყიდვას, ხოლო თავად ფეხბურთელი კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის. აბრაჰამით "ვესტ ჰემი", "ვულვზი" და "ევერტონი" ინტერესდებიან, "ვესტ ჰემმა" კი მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
"ჩელსი" აკვირდება "ფეიენოორდის" მცველს, დავიდ ჰანკოს, რომლის მიმართ ინტერესს "ტოტენჰემიც" იჩენს. "ევერტონი" შეეცდება "ბრენტფორდის" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ნორგაარდის დამატებას, როდესაც მას კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურება.
გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი" და "ნიუკასლი" განიხილავენ ბრაზილიელი ნახევარმცველის, დუგლას ლუისისა და იტალიელი ნახევარმცველის, სანდრო ტონალის გაცვლას. "ნიუკასლი" ასევე დაინტერესებულია "კომოს" 19 წლის ესპანელი გარემარბის, ასანე დიაოს შეძენით.
"ინტერი" ცდილობს ახალი კონტრაქტი გააფორმოს ფრანგ თავდამსხმელ მარკუს ტიურამთან, რომლის გამოსასყიდი თანხა ამჟამად 85 მილიონი ევროა. "აინტრახტი" ყურადღებით აკვირდება "რეალ მადრიდის" 20 წლის თურქი გარემარბის, არდა გიულერის სიტუაციას.
ყოფილი "ბარსელონას" მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ მზადაა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს და "ლა ლიგის" სხვა კლუბშიც იმუშავებს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს