დიდი ბრიტანეთის მაყურებელი უახლოეს მომავალში შესაძლებლობა ექნება, უფასოდ უყუროს შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. BBC-მ უეფასთან ახალი შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც 41 პირდაპირი რეპორტაჟი განხორციელდება.
ეს შეთანხმება მოიცავს არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს, არამედ ამ ქვეყნების ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრებსა და შოტლანდიის ნაკრების მონაწილეობას ერთა ლიგის პლეი-ოფში, სადაც მათი მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება.
ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შოტლანდიის ნაკრები ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 წელს თამაშობდა, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები კი - 1986 წელს. უელსის ნაკრებმა კი 64-წლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წელს ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
ამ შეთანხმების შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველა საშინაო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი უფასო ტელევიზიით იქნება ნაჩვენები. ინგლისის ნაკრების მატჩების ტრანსლირებას კი ITV განახორციელებს.
BBC-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოხარულები არიან, რომ შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ ეთერში, უფასოდ უყურონ საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებს. მათი თქმით, არაფერი აღვიძებს წარმოსახვას ისე, როგორც საერთაშორისო სპორტი და ბრძოლა მსოფლიოს უდიდეს ტურნირზე მოსახვედრად.
მატჩების ტრანსლირება განხორციელდება BBC One-ის ეთერში თითოეულ ქვეყანაში, ასევე BBC iPlayer-ის საშუალებით. საკვანძო მატჩები კი მთელი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით გავა ეთერში. პირდაპირი რეპორტაჟები დაემატება BBC Radio Wales-ის, BBC Radio Ulster-ის, BBC Radio Scotland-ის, BBC Radio Cymru-სა და BBC Sport-ის აპლიკაციის მიერ უკვე არსებულ საერთაშორისო გაშუქებას.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს