სირიის სანაპირო ზოლში, ბოლო დღეების განმავლობაში, ძალადობის ესკალაცია შეინიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც ალავიტების უმცირესობას მიეკუთვნებიან.
არსებული ცნობებით, ბოლო ორ დღეში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან სამთავრობო ძალების წარმომადგენლები და ბაშარ ალ-ასადის ერთგული შეიარაღებული პირები, რომლებსაც ლატაკიისა და ტარტუსის პროვინციებში შეტაკებები ჰქონდათ.
ადგილობრივი წყაროების თანახმად, მოსახლეობა მასობრივად ტოვებს საცხოვრებელ სახლებს და თავს აფარებს უახლოეს დასახლებულ პუნქტებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი ცდილობს რუსეთის სამხედრო ბაზაზე თავშესაფრის მოძიებას, ზოგი კი მეზობელ ლიბანში გადადის.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში, ღრმა შეშფოთება გამოთქვა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო და მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ხელი შეუშალოს პოლიტიკური გარდამავალი პროცესის განხორციელებას.
ალავიტები, რომლებიც შიიტური ისლამის განშტოებას წარმოადგენენ, სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ, მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს