T-Mobile-ის აბონენტებს, რომლებსაც ძველი ტარიფები აქვთ, შესაძლოა, გადასახადი გაეზარდოთ. კომპანია, დაახლოებით ერთი წლის წინ ფასების ზრდის შემდეგ, ამას კვლავ აკეთებს და ცვლილება ისევ ძველ ტარიფებზე აისახება. შიდა დოკუმენტაციის თანახმად, 2025 წლის 2 აპრილიდან ზოგიერთ მოძველებულ ტარიფზე, თითოეულ ნომერზე გადასახადი 5 დოლარით გაიზრდება. ვინაიდან ეს ტარიფები ახალი აბონენტებისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი, გამოდის, რომ ცვლილება კომპანიის ყველაზე ერთგულ და ხანგრძლივ მომხმარებლებს შეეხება. T-Mobile-ში ფასების ზრდა "გაზრდილ ხარჯებს" უკავშირდება. ცვლილება შეეხება ისეთ ტარიფებს, როგორიცაა Magenta, Magenta MAX, Magenta 55+, ONE და Simple Choice, თუმცა კონკრეტულად რომელი მათგანი გაძვირდება, ჯერჯერობით უცნობია. ახალი ტარიფები არ იმოქმედებს მიმდინარე გეგმებზე, როგორიცაა Go5G Next, Go5G Plus და Essentials. თუ ფასების ზრდა თქვენც შეგეხებათ, T-Mobile-სგან დღეს, 13 მარტს, მიიღებთ შეტყობინებას. ტექსტში ნათქვამია, რომ "თითქმის ათწლეულის განმავლობაში პირველად ხდება ძველი ყოველთვიური სატარიფო გეგმების ფასების განახლება". თუ შეტყობინებას არ მიიღებთ, თქვენი ტარიფი არ გაძვირდება. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ის ნომრები, რომლებსაც გასული წლის მაისში გადასახადი უკვე გაეზარდათ, ამჯერად ცვლილებას არ განიცდიან. ყველა არსებული ტარიფი ამ დროისთვის უცვლელი უნდა დარჩეს. T-Mobile აცხადებს, რომ თუ თქვენი ტარიფი ექვემდებარება "Un-contract Promise"-ს, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ თქვენი ტარიფები არ გაიზრდება, კომპანია გადაიხდის თქვენი ბოლო თვის მომსახურების საფასურს, თუ გადაწყვეტთ კომპანიის დატოვებას (იმ პირობით, რომ ამის შესახებ კომპანიას 60 დღის განმავლობაში აცნობებთ).
T-Mobile-ის ძველი ტარიფების მომხმარებლებს მომავალი წლიდან გადასახადი გაეზრდებათ

გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს