კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

„ტასჰაბი“ – არქიტექტურული სერვისების ჰაბი თბილისში

ეკონომიკა ბიზნესი
„ტასჰაბი“ – არქიტექტურული სერვისების ჰაბი თბილისში

„მინდოდა რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ქალაქში არსებულ სამშენებლო პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ერთ სივრცეში მოაქცევდა და მის გამარტივებას შეგვაძლებინებდა“, – აცხადებს სერგი გიორგაია, არქიტექტურული სერვისების ჰაბის, „ტასჰაბის“ დამფუძნებელი. მისი თქმით, ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ გადააწყვეტინა აღნიშნული პროექტის წამოწყება. სამშენებლო პროექტების შეთანხმების პროცესი კომპანიებისგან არაერთი დოკუმენტის მოგროვებას მოითხოვს, რაც, თავის მხრივ, დროსა და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული.

„გამოცდილებამ მიჩვენა, რომ სამშენებლო პროექტებისთვის დოკუმენტაციის შეგროვება სპეციალისტების მოძიებასთან იყო დაკავშირებული, რაც დიდ დროს მოითხოვდა და ართულებდა სამუშაოს შესრულებას. მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში, 10-მდე პროექტი გვაქვს შეთანხმებული. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რადგან თითო პროექტის საქმე შესაძლოა თვეობით გაიწელოს“, – აღნიშნავს სერგი გიორგაია.

კითხვა: უფრო ვრცლად რომ გვითხრათ, რა პრობლემები დაინახეთ სამშენებლო ბაზარზე, რამაც ასეთი სერვისის შექმნა გადაგაწყვეტინათ?

პასუხი: დღეს ცოდნა და დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესში. საჭიროა იცოდეთ, სად და როგორ მოიპოვოთ საჭირო დოკუმენტები, დამატებით რა საბუთებია საჭირო. შემდეგ ეს ყველაფერი იგზავნება შესათანხმებლად, ხშირად ხდება ხარვეზების აღმოჩენა – დოკუმენტები ბრუნდება, ხელახლა იგზავნება და პროცესი დროში იწელება. ამას გარდა, დამკვეთები ხშირად ვერ პოულობენ შესაბამის სპეციალისტებს და უწევთ ბაზარზე არსებულ კომპანიებთან მისვლა, რომელთა პროფესიონალიზმშიც შესაძლოა არ იყვნენ დარწმუნებულნი. ჩვენი კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი მომსახურების ხარისხსა და ვადებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუკი სხვადასხვა დოკუმენტისთვის სხვადასხვა კომპანიასა და ფიზიკურ პირთან მიდიხართ, პროცესი ძალიან ჭიანურდება. ჩვენს კლიენტებს კონსულტაციებსაც ვუწევთ. მთელი თბილისის მასშტაბით 10-მდე მსხვილი პროექტი გვაქვს შეთანხმებული, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანია ვართ. ეს დიდი კომფორტია ნებისმიერი მშენებლისთვის თუ საპროექტო კომპანიისთვის, რადგან მათ არ უწევთ სხვადასხვა ინსტანციებში დოკუმენტებზე სიარული. თანაც, ჩვენი სერვისები საბაზრო ფასშია ხელმისაწვდომი.

კითხვა: მკითხველისთვის რომ განვმარტოთ, კონკრეტულად რას მოიცავს თქვენს სერვისში შემავალი დოკუმენტები?

პასუხი: ჩვენს სერვისში შედის სატრანსპორტო სქემა, სატრანსპორტო კვლევა, დენდროლოგიური პროექტი, ხეების აღწერა, ტოპოგრაფია – ყველა დოკუმენტი, რაც პროექტის შეთანხმებისთვის არის საჭირო. ეს დოკუმენტები აუცილებელია მერიისთვის, რათა პროექტები შეათანხმოს, სატრანსპორტო სამსახურის მიერ სატრანსპორტო კვლევისა და სქემის დამტკიცების შემდეგ. რაც შეეხება დენდროლოგიურ პროექტს, მერია ყველა სამშენებლო პროექტს K3 კოეფიციენტის ათვისებას სთხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტმა მაქსიმალურად უნდა გაამწვანოს გამოყოფილი ტერიტორია. ამიტომაც არის აუცილებელი ცოდნა, თუ როგორ უნდა მოხდეს გამწვანება მაქსიმალურად ეფექტურად. ამ ყველაფერს სჭირდება დენდროლოგიური პროექტი, სადაც გაწერილი იქნება ყველა დეტალი: ვინ დარგავს, როდის დარგავს, ვინ მოუვლის და ა.შ. დაინტერესებული კომპანია მოდის ჩვენთან, გვაცნობს არქიტექტურულ პროექტს (თუ პროექტი არ აქვს, ჩვენ ვეხმარებით მის შექმნაში), ჩვენ ვუთანხმებთ დოკუმენტების მომზადების ვადებს და ყველა საჭირო საქმეს დროულად ვასრულებთ.

კითხვა: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

პასუხი: ჩვენი სამიზნე სეგმენტი არის როგორც დამწყები, ისე უკვე წარმატებული სამშენებლო კომპანიები.

კითხვა: როგორია თქვენი მუშაობის მექანიზმი?

პასუხი: მომხმარებელი გვიკავშირდება ჩვენი ვებგვერდის – tashub.ge – საშუალებით. საიტზე უთითებს მისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციას. შემდეგ მას უკავშირდება ჩვენი ადმინისტრატორი, ესაუბრება და იწყებს დოკუმენტებზე მუშაობას. ეს ყველაფერი ონლაინ რეჟიმში ხდება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია შეხვედრაც. პროცედურა ძალიან მარტივია. მომხმარებელს არ უწევს სხვადასხვა ადგილზე დარეკვა, დეტალების გარკვევა და ა.შ. უბრალოდ, შედის საიტზე, ირჩევს საჭირო დოკუმენტაციას და იღებს ინფორმაციას.

კითხვა: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

პასუხი: სიმარტივე და პროფესიონალიზმი. ეს არის არქიტექტურული ჰაბი, სადაც ყველა საჭირო დოკუმენტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ჩვენი საქმის გარშემო გაერთიანებულები არიან საქმის პროფესიონალები მრავალწლიანი გამოცდილებით.

კომენტარები