კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

თბილისი ჯაზის ვარსკვლავებს მასპინძლობს

კულტურა მუსიკა
თბილისი ჯაზის ვარსკვლავებს მასპინძლობს

თბილისის 2024 წლის ჯაზ ფესტივალისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ფესტივალი 22 მაისს დაიწყება და მსმენელს ტრადიციულად სამი დღის განმავლობაში მუსიკალურ სანახაობას შესთავაზებს. პირველ დღეს, 22 მაისს, ფესტივალს დანიური კვარტეტი Herak/Bulatkin გახსნის, რომელიც ჯაზურ იმპროვიზაციებს ცენტრალური ევროპის ფოლკლორულ ელემენტებთან აერთიანებს. პროექტის ლიდერია ჯაზ-პროდიჯი დანიელ ბულატკინი. ამავე საღამოს, ლეგენდარული ბილ ფრისელის ტრიო ქართველ მსმენელს სპეციალურ პროგრამას წარუდგენს. გიტარისტის მრავალფეროვანმა ჟღერადობამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჯაზ მუსიკაზე და მას მუსიკალურ წრეებში დიდი ავტორიტეტი მოუტანა. 23 მაისს, ჯაზ-ფიუჟენის ჟანრის სამი გამორჩეული წარმომადგენელი გააერთიანებს ძალებს: ჯოი კალდერაცო, თაობის ერთ-ერთი წამყვანი პიანისტი, რომელსაც 13 ალბომი აქვს გამოშვებული და თანამშრომლობდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან ჯაზ-მუსიკოსთან; ბასისტი ჯონ პატიტუჩი, რომელიც უეინ შორტერის კვარტეტის წევრი იყო და 15-ჯერ იყო ნომინირებული გრემის ჯილდოზე, საიდანაც ორი მოიგო; და დეივ უეკლი, ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ტექნიკურად დახელოვნებული ჯაზ-დრამერი, რომელსაც უთანამშრომლია ჯორჯ ბენსონთან, ჩიკ კორეასთან და პოლ საიმონთან. ფესტივალს 24 მაისს სტეისი კენტი დახურავს, რომლის ხავერდოვანი ვოკალი და ელეგანტური შესრულების მანერა მას ჯაზის სამყაროს ნამდვილ მარგალიტად აქცევს. დარწმუნებული ვარ, ქართველი მსმენელისთვისაც დიდი სიამოვნება იქნება მისი მოსმენა. ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.

კომენტარები