კვირას, გამთენიისას, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ საიდუმლო სამსახურს შეატყობინა ინდიანას შტატიდან ვაშინგტონში მომავალი პიროვნების შესახებ, რომელსაც სავარაუდოდ თვითმკვლელობისკენ ჰქონდა მიდრეკილება. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნულ პიროვნებას მიუახლოვდნენ, რა დროსაც მან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. შედეგად, მოხდა სროლა, რომლის დროსაც მამაკაცი დაიჭრა. ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა უცნობია. ინციდენტის დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, რადგან შაბათ-კვირას ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში ატარებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიციამ დაიწყო, რომელიც კოლუმბიის ოლქში სამართალდამცავების მიერ განხორციელებულ ყველა სროლას იძიებს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს