ბელგიელი მსახიობი ემილი დეკენი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე არაერთი ჯილდო მოიპოვა, 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. დეკენმა სახელი 1999 წელს გაითქვა, როდესაც 18 წლის ასაკში კანის კინოფესტივალზე ფილმისთვის "როზეტა" საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო. მოგვიანებით, 2012 წელს, მან კანის კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა ფილმისთვის "À Perdre la Raison" (ჩვენი შვილები), ხოლო 2021 წელს საფრანგეთის ერთ-ერთი უმაღლესი კინო პრემია, "სეზარი", ფილმისთვის "Les Choses Qu'on Dit, les Choses Qu'on Fait" (რასაც ვამბობთ, რასაც ვაკეთებთ). ის ძირითადად ფრანგულენოვან ფილმებში თამაშობდა, თუმცა 2014 წელს BBC-ის სატელევიზიო დრამაში "დაკარგული" პოლიციის ოფიცერ ლორენს რელოს როლიც შეასრულა. "როზეტა", გულდასაწყვეტი ამბავი თინეიჯერი გოგონას ბრძოლაზე, რომ დაძლიოს ცხოვრებისეული გაჭირვება, დეკენის პირველი როლი იყო კინოში. როლზე დამტკიცებამდე ის უმუშევარი იყო, რადგან სურსათის ქარხანაში სამსახური დაკარგა. დეკენმა 2023 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნით (ACC) იტანჯებოდა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს