ახალი მექსიკოს სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი 95 წლის ასაკში ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც მისი მეუღლე, ბეტსი არაკავა გარდაიცვალა. ჰეკმენის გარდაცვალების მიზეზად კორონარული არტერიების დაავადება სახელდება, ხოლო ალცჰაიმერის დაავადება, როგორც ხელშემწყობი ფაქტორი. 65 წლის არაკავა იშვიათი ვირუსული დაავადებით, ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომით გარდაიცვალა, რომელიც ინფიცირებულ მღრღნელებთან კონტაქტის შედეგად ვითარდება. ვარაუდობენ, რომ ქალბატონი არაკავა მეუღლის გარდაცვალებამდე დაახლოებით შვიდი დღით ადრე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ასევე ბუნებრივად არის შეფასებული.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს