ინგლისის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა განაცხადა, რომ ეროვნული ჰიმნის შესრულების უფლება უნდა დაიმსახუროს. 51 წლის სპეციალისტმა, პარასკევს, ალბანეთისა და ლატვიის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მატჩების წინ "ღმერთო, დაიფარე მეფე"-ს არ იმღერებს. ტუხელის თქმით, ეს მისთვის თავისთავად მოცემული არ არის და ამიტომ, პირველ მატჩებში ჰიმნს არ შეასრულებს.
ოქტომბერში დანიშვნის შემდეგ, ტუხელს ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, იმღერებდა თუ არა ჰიმნს. "ჩელსისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად 1-ელ იანვარს დაინიშნა, თუმცა დებიუტს "სამი ლომის" სათავეში 21 მარტს, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ტუხელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინგლისის ეროვნული ჰიმნი ძალიან ძლიერი, ემოციური და მნიშვნელოვანია და მისთვის დიდი პატივია, იყოს მოედანზე და ხელმძღვანელობდეს ინგლისის ნაკრებს. ეს მისთვის ყველაფერს ნიშნავს, თუმცა გრძნობს, რომ ჰიმნის შესრულების უფლება უნდა დაიმსახუროს.
შეგახსენებთ, რომ ლი კარსლი, რომელიც გასულ წელს ინგლისის ნაკრებს დროებით ხელმძღვანელობდა, ჰიმნის არ შესრულების გამო გააკრიტიკეს. ტუხელმა პრესკონფერენციაზე, შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, იხუმრა, რომ ჰიმნის სიტყვები იცის, მაგრამ მის შესრულების უფლებას "შედეგებით, გუნდის მშენებლობითა და სათანადო მუშაობით" მოიპოვებს. მას სურს, რომ გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ მან ეს უფლება დაიმსახურა და ის "ერთ-ერთი საკუთარია", ინგლისელი მწვრთნელია და ჰიმნი უნდა იმღეროს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს