ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს განცდა, რომ 2020 წელი თითქოს არასდროს დასრულდება. როგორც ჩანს, მსგავსად ფიქრობდნენ Twenty One Pilots-ის „უსასრულო“ მუსიკალურ ვიდეოზეც, რომლის ხანგრძლივობამ 4 264 საათს, 10 წუთსა და 25 წამს მიაღწია. ეს არის ახალი გინესის მსოფლიო რეკორდი, ფარელ უილიამსის 24-საათიანი მუსიკალური ვიდეოს (Happy) რეკორდის შემდეგ. პროექტზე ჯგუფთან ერთად კომპანია Imposium მუშაობდა, რომელიც ვიდეოს ყოველ 3 წუთსა და 40 წამში, ფანების მიერ შექმნილი კონტენტის შესაბამისად ანახლებდა. თუმცა, როგორც კი ჯოშ დანმა „შემთხვევით“ დენის კაბელი გამორთო, სიმღერის Level of Concern უწყვეტი ვიდეო საახალწლო ნაძვის ხის ციმციმით ჩანაცვლდა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს