იტალიის ნაკრების მცველი, დესტინი უდოჯი, "მანჩესტერ სიტის" ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა ლონდონის "ტოტენჰემი" მზად არ არის მოლაპარაკებებიც კი დაიწყოს მის თაობაზე.
22 წლის მარცხენა მცველი "უდინეზედან" 2022 წელს 18 მილიონ ევროდ შეიძინეს, პლუს 7 მილიონამდე ევრო ბონუსების სახით, მიღწევების შესაბამისად.
მან განვითარებისთვის ერთი სეზონი იჯარით "უდინეზეში" გაატარა და "ტოტენჰემში" 2023 წელს გადავიდა. მას შემდეგ "დეზების" მაისურით 60 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
უდოჯიმ "ტოტენჰემში" და იტალიის ნაკრებში თავი გამოიჩინა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით GiveMeSport-ზე, მისი თამაში "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მოეწონა, რომელმაც ზაფხულში მისი შეძენა მოითხოვა.
თუმცა, ახლა Sky Sport Deutschland-ის რეპორტიორი ფლორიან პლეტენბერგი ამტკიცებს, რომ "ტოტენჰემმა" უარი განაცხადა შეთავაზებაზე და გააფრთხილა, რომ უდოჯი გასაყიდი არ არის.
"ინტერის" ვარსკვლავის, ფედერიკო დიმარკოს ბოლოდროინდელი ტრავმების გამო, უდოჯიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობა 11-მდე გაზარდა.
მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ერთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორივე მატჩი გერმანიის წინააღმდეგ გასულ თვეში, ამიტომ იტალიასაც და "ტოტენჰემსაც" სჯერათ, რომ ის კარიერულ წინსვლას გააგრძელებს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს