კომპანიებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დრო SDK-ისა და მოწყობილობების სერტიფიცირების პროგრამების შესაქმნელად. სტანდარტი სახელწოდებით Matter უკვე არის “სრულფუნქციური სპეციფიკაციის სახით”, თუმცა მწარმოებელთა ჯგუფს ჯერ კიდევ სჭირდება SDK-ისა და მოწყობილობების სერტიფიცირების პროგრამის დასრულება, ამბობს Connectivity Standarts Alliance-ის (ადრე Zigbee Alliance) დირექტორი ტობინ რიჩარდსონი. საუბარია წვდომის კონტროლის ერთიან სისტემაზე, რომელიც გათვლილია უსაფრთხოებაზე, განათებაზე და ელექტროობაზე, გათბობასა და სხვა სისტემებზე. შემუშავების პროცესის დასრულება 2021 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ სერტიფიცირებული მოწყობილობების და სერტიფიკაციის პროგრამის გაშვება 2022 წლამდე გადაიდო. მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს, მათ შორის ჯგუფში ახალი წევრების შესვლა და პროექტის დიდი მასშტაბი. Apple-ის, Google-ისა და Amazon-ის გარდა, ალიანსში 200-მდე წევრია მთელი მსოფლიოდან.
Amazon, Apple, Google და სხვებმა ჭკვიანი სახლის ერთიანი სტანდარტის გამოშვება 2022 წლამდე გადადეს

გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს